პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაზე მიმდინარე შეტევები რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის საწყისი ფაზაა.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა CNN-ი აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სავარაუდოა, რომ მოვლენები რამდენიმე ფაზაში განვითარდება, რამდენ ან დროის რა მონაკვეთში, არ ვიცით, მაგრამ რასაც ვხედავთ, ფართომასშტაბიანი შეჭრის საწყისი ფაზაა“, - თქვა თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
CNN-ის წყაროს ცნობით, რუსეთის მიზანი დედაქალაქი კიევია. მისივე თქმით, რუსეთი სამი ძირითადი მიმართულებიდან უტევს რუსეთს: სამხრეთიდან ჩრდილოეთით, ყირიმიდან ქალაქ ხერსონის მიმართულებით; ჩრდილოეთიდან სამხრეთის, ბელარუსიდან კიევის მიმართულებით, კიევის ჩრდილოდასავლეთიდან ჩრდილოაღმოსავლეთის მიმართულებით - ეს შეტევაც ბელარუსიდან კიევისკენაა.
„ჩვენი შეფასებით, განზრახული აქვთ მთავრობის ჩამოგდება და საკუთარი რეჟიმის დასმა, რაც ახსნის ამ ადრეულ ძვრებს კიევის მიმართულებით“.