ამინდი მკვეთრად გაუარესდება - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1739387080
აშშ არ მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მოლაპარაკებების გზით დარეგულირების რეალისტური შედეგია, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა.
„ის [ტრამპი] აპირებს ამ ომის დასრულებას დიპლომატიური გზით და რუსეთისა და უკრაინის [მოლაპარაკებების] მაგიდასთან დასმას. ჩვენ გვინდა სუვერენული და აყვავებული უკრაინა, მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ იმის აღიარებით, რომ უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალური მიზანია. ამ ილუზიური მიზნის დევნა მხოლოდ ომს გაახანგრძლივებს და მეტ ტანჯვას გამოიწვევს“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
„უკრაინის მდგრადი მშვიდობა უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს, რათა ომი აღარ დაიწყოს. აშშ არ მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მოლაპარაკების გზით დარეგულირების რეალისტური შედეგია. სამაგიეროდ, უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია მხარდაჭერილი უნდა იყოს ევროპული და არაევროპული ძალებით. თუ ეს ჯარები განლაგდებიან უკრაინაში მშვიდობისმყოფელების სახით, ისინი უნდა განლაგდნენ როგორც არა ნატოს მისიის ნაწილი და მათზე არ უნდა გავრცელდეს ნატოს მე-5 მუხლი. ასევე უნდა არსებობდეს ძლიერი საერთაშორისო ზედამხედველობა საკონტაქტო ხაზზე. გასაგებად რომ ვთქვათ, უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, უკრაინაში აშშ-ის ჯარები არ იქნება განლაგებული“, - დასძინა მან.