Anonymous: ჩვენ განვაგრძობთ რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ შეტევებს იქამდე, სანამ ისინი ადამიანის უფლებების პატივისცემას არ ისწავლიან

Anonymous

ჰაკერების მასშტაბურმა ქსელმა „Anonymous"-მა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე" ახალი პოსტი გამოაქვეყნა:

„ჩვენ განვაგრძობთ რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ შეტევებს იქამდე, სანამ ისინი ადამიანის უფლებების პატივისცემას არ ისწავლიან".

შეგახსენებთ, რომ Anonymous-ი დეცენტრალიზებული, კიბერ-აქტივისტების საერთაშორისო ჰაკერული ორგანიზაციაა, რომელიც ცნობილია თავისი შეტევებით სხვადასხვა მთავრობასა და ორგანიზაციაზე.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ მათ ვლადიმერ პუტინს კიბერომი გამოუცხადეს და უკვე დაჰაკეს რუსეთის მთავრობის კუთვნილი ვებგვერდები.