გვაქვს ბელარუსის იარაღის მწარმოებლის მეილები, ის პუტინს უკრაინაში შეჭრაში ეხმარებოდა - Anonymous

Anonymous

ჰაკერული დაჯგუფების Anonymous-ის ცნობით, მოიპოვეს და გაავრცელეს ელექტრონული მეილები ბელარუსის იარაღის მწარმოებელი Tetraedr-სგან.

მათი თქმით, ეს ის კომპანიაა, რომელიც ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრაში ლოგისტიკურ დახმარებას უწევდა და მათგან აქვთ შეძენილი ის ჭურვები, რომლებიც ახლა უკრაინაში ცვივა.

მათივე ცნობით, ფაილები  დაახლოებით 200 გიგაბაიტის მოცულობისაა და  ხელმისაწვდომია DDoSecrets- ვებსაიტზე.