ახლა თქვენ წინაშე სიცოცხლესა და მონობას შორის არჩევანი დგას - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს

უკრაინის პრეზიდენტი

„დღეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების წინაშე არის არჩევანი - სიცოცხლე ან მონობა“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეების სათქმელს მათი სიღარიბე იტყვის.

„თქვენთვის ეს არის ბრძოლა არა მხოლოდ უკრაინაში მშვიდობისთვის, არამედ ესაა არის ბრძოლა თქვენი ქვეყნისთვის და საუკეთესოსთვის, რაც მასში იყო, თავისუფლებისთვის, რომელიც თქვენ გინახათ. თუ ახლა გაჩუმდებით, თქვენს სათქმელს თქვენივე სიღარიბე იტყვის. ნუ გაჩუმდებით. დღეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების წინაშე არის არჩევანი - სიცოცხლე ან მონობა. დღეს, ხვალ, უახლოეს კვირებში, ჯერ კიდევ არის დრო, გამოუსწორებელი დანაკარგების გარეშე გაიმარჯვოთ ბოროტებაზე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.