ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
საფრანგეთს ერთი კვირა რჩება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დასარწმუნებლად, რომ მისი ინიციატივა, სანქციების სიიდან ამოიღოს რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი, არ გახდება ქაოსის დასაწყისი და არ დაარღვევს მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედ შეზღუდვებს, - წერს გამოცემა POLITICO.
ორშაბათს გამართულ დახურულ შეხვედრაზე ელჩებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, ამოეღოთ თუ არა შავი სიიდან ალიშერ უსმანოვი.
განხილვებში მონაწილე ხუთმა დიპლომატმა და ოფიციალურმა პირმა POLITICO-ს განუცხადა, რომ ახლა პარიზზეა დამოკიდებული - რომელმაც კოლეგები გააოცა უსმანოვის სანქციებიდან მოხსნის მხარდაჭერით - განმარტოს, თუ როგორ არ შექმნის ეს ნაბიჯი სახიფათო პრეცედენტს. ელჩები ხელახლა 22 სექტემბერს შეიკრიბებიან.
„თუ საფრანგეთი ამ ნაბიჯს გადადგამს, სხვებიც გამოჩნდებიან საკუთარი ოლიგარქებით, რომლებიც სიიდან უნდა ამოიღონ... [და ამის შემდეგ] ბანქოს სახლიც ნგრევას დაიწყებს“, - განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა. „ჩვენ ერთი კვირა გვაქვს იმისთვის, რომ მათ შეიმუშაონ უსაფრთხოების გარანტიები და აწარმოონ მოლაპარაკებები კითხვებზე: „თუ ამას გავაკეთებთ, როგორია ვადები, როგორ ავარიდოთ თავი იმას, რომ ეს ყველაზე გავრცელდეს“. თუმცა, ვერ წარმომიდგენია, ეს როგორ არის შესაძლებელი“.
სამშაბათსა და ოთხშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრები პარიზთან ამ საკითხის განსახილველად იკრიბებიან - განაცხადა ევროკავშირის ორმა დიპლომატმა. მათ სკეპტიციზმი გამოთქვეს ამ ინიციატივის მიმართ იმ დროს, როდესაც მოსკოვი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშებს ამკაცრებს და მეზობელ ქვეყნებს ემუქრება.