„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან უსაფრთხოებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში დახმარების, ფინანსური მხარდაჭერისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების საკითხები განიხილეს.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აძლიერებს დახმარებას უკრაინის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში და ასევე გამოთქვა შეშფოთება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული სიტუაციის გამო.
ის ასევე მიესალმა Visa-სა და Mastercard-ის გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მუშაობის შეჩერების შესახებ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
დიალოგის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკიც სოციალურ ქსელში ავრცელებს.