„29 დეკემბერს, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 39 ადამიანი დაიღუპა“ - ზელენსკი

უკრაინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 29 დეკემბერს რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 159-ზე მეტი. მისი ინფორმაციით, დაზიანდა თითქმის 120 ქალაქი და სოფელი.

"რუსეთის გუშინდელი თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება. დაზიანდა თითქმის 120 ქალაქი და სოფელი - ასობით სამოქალაქო ობიექტი. ამ ტერაქტის შედეგად სულ 159 ადამიანი დაშავდა სამწუხაროდ გარდაიცვალა 39 გარდაიცვალა", - განაცხადა ზელენსკიმ.ზელენსკიმ მაშველებს და პოლიციელებს გაწეული მუშაობისთვის, დასავლელ პარტნიორებს კი მხარდაჭერისთვის გადაუხადა მადლობა.