როგორი იქნება 2025 წლის ზაფხული - მეცნიერებმა პროგნოზი გააკეთეს
1739308550
ათენში ბორტმეგზური ცნობილ ბერძენ პლასტიკურ ქირურგს სასამართლოში უჩივის.
28 წლის გოგო ქირურგისგან 1 მილიონ ევროს ითხოვს.
ახალგაზრდა სტიუარდესა ამბობს, რომ ექიმმა მას გამოუსწორებელ ზიანი მიაყენა და მორალურადაც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
„ერთი წლის წინ გაიკეთა რინოპლასტიკა, დღეს კი ცხვირი აღარ აქვს. ჩემი კლიენტის თხოვნის გარეშე ჩაუსვა თვალს ქვემოთ ცხიმი და ერთი თვალი თითქმის ჩამოვარდნილი აქვს.
1 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციას ითხოვს ფიზიკური და მორალური ზიანის მიყენებისთვის. მინიმუმ 5-ჯერ არის წასული საზღვარგარეთ, რომ შეცდომები გამოესწორებინა, მაგრამ ეს ყველაფერი შეუქცევადია, დეფორმაცია ისეთია, რომ არ გამოსწორდება“, - აცხადებს სტიუარდესას ადვოკატი.