1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ჟურნალმა Empire რეჟისორ დენი ვილნევის „დიუნის“ მეორე ნაწილის ახალი კადრი გამოაქვეყნა. ფოტოზე ფილმის მთავარი გმირი - პოლ აიტრედესია გამოსახული, რომლის როლსაც ტიმოთი შალამე ასრულებს.
მეორე ნაწილში ფრანშიზას შეუერთდნენ მსახიობები: ფლორენს პიუ, ლეა სეიდუ და ოსტინ ბატლერი. ფილმში ასევე თამაშობენ: ზენდაია, ჯოშ ბროლინი, დეივ ბატისტა, ხავიერ ბარდემი და სტელან სკარსგარდი. „დიუნის“ მეორე ნაწილი მთლიანად IMAX-კამერებით არის გადაღებული, მაშინ როდესაც პირველ ფილმში ასეთი სცენები მხოლოდ 40%-ს შეადგენდა. ფილმი ეკრანებზე 2024 წლის 15 მარტს გამოვა.
„დიუნის“ პირველი ნაწილის პრემიერა 2021 წელს შედგა და დადებითი შეფასებები დაიმსახურა როგორც კრიტიკოსებისგან, ასევე მაყურებლებისგან. ფილმი ფრენკ გერბერტის ამავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული.
ასევე ნახეთ:
ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც შემოდგომაზე განსაკუთრებით გაუმართლებთ
მართვის მოწმობის გამოცდას 20 კითხვა ემატება - დეტალები
„დილამდე გვერდით ვეწექი და ველაპარაკებოდი... უკვე გარდაცვლილი იყო“- ზურა ყიფშიძე
VIDEO: „ნაცნობებიდან ბათუმში ვინ ხართ?“ - გიორგი ყიფშიძე მიმართვას ავრცელებს