მართვის მოწმობის გამოცდას 20 კითხვა ემატება - დეტალები

martvis mowmoba

მართვის მოწმობის გამოცდას 20 კითხვა ემატება. ავტომობილის ტექნიკური გამართულობის შესახებ პასუხის გაცემა მსურველს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, ვიზუალური ჩვენებით ან ზეპირად შეეძლება. სიახლე პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

მოქალაქეები, რომლებმაც მართვის მოწმობა უკვე აიღეს. ფიქრობენ, რომ მძღოლმა ავტომობილის ტექნიკური გამართულობის შესახებ ელემენტარული საკითხები უნდა იცოდეს.

მართვის მოწმობის გამოცდაზე ახალი საკითხების დამატებას მიესალმებიან ექსპერტები. მათი თქმით, ავტომობილის ტექნიკური საკითხების ცოდნა ავტოსაგზაო შემთხვევების საფრთხესაც ამცირებს.

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილია. პირველი სექტემბრიდან კიდევ ერთი სიახლე დიდ კატეგორიების ავტომობილებისთვისაც ამოქმედდება. მათთვის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი ხდება.

მართვის მოწმობის მისაღებად სიახლეების ამოქმედებამდე 5 დღე რჩება.

ასევე ნახეთ:

ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც შემოდგომაზე განსაკუთრებით გაუმართლებთ

VIDEO: მარიამობას მთებიდან ჩამოდიან შხამიანი გველები და სამლოცველოსთან იკრიბებიან - ამ ხატს „გველის ღვთისმშობელს“ უწოდებენ

მართვის მოწმობის გამოცდას 20 კითხვა ემატება - დეტალები

„დილამდე გვერდით ვეწექი და ველაპარაკებოდი... უკვე გარდაცვლილი იყო“- ზურა ყიფშიძე

VIDEO: „ნაცნობებიდან ბათუმში ვინ ხართ?“ - გიორგი ყიფშიძე მიმართვას ავრცელებს