ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ლიეტუვის დედაქალაქში ჩავიდა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვის დედაქალაქში, ვილნიუსში დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის Telegram არხი ავრცელებს.

მისივე ცნობით, მოგვიანებით აპირებს რომ ესტონეთის დედაქალაქს - ტალინსა და ლატვიის დედაქალაქს, რიგას ეწვიოს.

"ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ჩვენი სანდო და პრინციპული პარტნიორები არიან. მოგვიანებით მე ჩავალ ტალინში და რიგაში - დღეს კი ვილნიუსს ვეწვიე", - წერს ზელენსკი.ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი შეხვდება ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს, სეიმის სპიკერს, სხვა პოლიტიკური ჯგუფების წევრებს, მასმედიის წარმომადგენლებსა და იქ მცხოვრებ უკრაინელებს.