ვინ არიან ისრაელში დაღუპული ქართველი ებრაელი ოფიცრები

ისრაელი

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპული ოფიცრების ვინაობა გამოაქვეყნეს.

ამ დროისთვის ცნობილია ისრაელის პოლიციის 32 ოფიცრის ვინაობა, მათ შორის ორი ქართველ-ებრაელია: ისაკ ბაზუკაშვილი და აბრამ ჰოვლაშვილი.

ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა.

უწყების ცნობით, დაღუპულთა შორის ათობით სამხედრო და პოლიციელია, რომლებიც შეტაკების დროს დაიღუპნენ.

რაც შეეხება დაშავებულთა რაოდენობას, საავადმყოფოებში 2 048 ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის 20 მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ასევე დაგაინტერესებთ:

ისრაელში ჰამასის თავდასხმას 2 ქართველი ებრაელი ოფიცერი ემსხვერპლა

უეცარი წყალდიდობა, ზღვაზე შტორმი, ასევე ელჭექი, მეწყერი... - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

„საქართველოში სექს მუშაკები ხალხს დაუცველ სქესობრივ კავშირს სთავაზობენ... “ - რეპროდუქტოლოგი მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობს