„საქართველოში სექს მუშაკები ხალხს დაუცველ სქესობრივ კავშირს სთავაზობენ... “ - რეპროდუქტოლოგი მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობს

ეკა კვირკველია

სექსმუშაკებზე არასდროს ვსაუბრობთ ხოლმე და ეს ტაბუირებული თემაა. რეალურად, მათ ჯანმრთელობას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, - ამის შესახებ რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია საუბრობს. 

მისი თქმით, ეს ადამიანები აივ ინფექციის მატარებლობის მაღალ რისკებს წარმოადგენენ.

„საქართველოში სექს მუშაკები, ქართველები და უცხოელები, მომსახურებაში ხალხს დაუცველ სქესობრივ კავშირს სთავაზობენ, რაც უნდა აიკრძალოს და მიუღებელია. 

ჩემი აზრით, პროსტიტუცია უნდა იყოს ლეგალური, რადგან სექს მუშაკების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა დავიცვათ. როცა არალეგალურია, შეუძლებელია მათი კვლევა და მკურნალობის მიწოდება. ამას ბევრი ქვეყანა აკეთებს. 

რა თქმა უნდა, როცა არალეგალურია და გაუკონტროლებელი პროსტიტუცია, დაუცველები არიან მათი ვიზიტორებიც, განსაკუთრებით, ჩვენს რეალობაში. სადაც სკოლებში სქესობრივი განათლება არ გვაქვს,“ - განმარტავს ექიმ რეზიდენტი.

ვრცლად ⇓

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Eka Kvirkvelia (@dr.ekakvirkvelia)

ასევე ნახეთ:

საქალწულე აპკი არ არის სიწმინდისა და სექსუალური გამოცდილების ნიშანი - ეკა კვირკველია

უნდა დაესწროს თუ არა მეუღლე მშობიარობას - ექიმ ეკა კვირკველიას განმარტება

გადადის თუ არა საცურაო აუზიდან სქესობრივად გადამდები დაავადებები - ექიმის განმარტება