სიახლე პენსიონერებისთვის, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
1731785166
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასისთავდასხმის შედეგად დაღუპული ოფიცრების ვინაობა გამოაქვეყნეს.
ამ დროისთვის ცნობილია ისრაელის პოლიციის 32 ოფიცრის ვინაობა, მათ შორის ორი ქართველი ებრაელია: ისაკ ბაზუკაშვილი და აბრამ ჰოვლაშვილი.
ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა.
უწყების ცნობით, დაღუპულთა შორის ათობით სამხედრო და პოლიციელია, რომლებიც შეტაკების დროს დაიღუპნენ.
რაც შეეხება დაშავებულთა რაოდენობას, საავადმყოფოებში 2 048 ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის 20 მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.