გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
მოსკოვში ცხრაწლამდელთა საჭადრაკო ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა რობოტი Chessrobot’a. ის სპეციალურად შეიქმნა სამ მეტოქესთან ერთდროული თამაშის სეანსისთვის.
ტურნირის შვიდი წლის მონაწილესთან პარტიის დროს, რობოტმა ბავშვს თითი მოტეხა.
Chessrobot’a-მა ბიჭის ფიგურა „მოკლა“ და მას თავის ადგილას ათავსებდა, როცა მისმა მეტოქემ იჩქარა და საპასუხო სვლა გააკეთა. რობოტს არ მოეწონა ბიჭის ასეთი მოუთმენლობა, საჩვენებელი თითში ჩაავლო და ძლიერად მოუჭირა.
გარშემო მყოფები დასახმარებლად მივარდნენ და ნორჩი მოჭადრაკე რობოტს მოაშორეს, მაგრამ თითის მოტეხილობა თავიდან ვერ აიცილეს.