ჭადრაკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "მარნეულის ღია ჩემპიონატი ჭადრაკში" გაიმართა

wadraki marneulshi

მიმდინარე წლის 20 ივლისს, ჭადრაკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბიბლიოთეკის შენობაში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და სპორტულო სკოლის ორგანიზებით გაიმართა "მარნეულის ღია ჩემპიონატი ჭადრაკში" მოყვარულ მოჭადრაკეთა შორის.

გამოვლინდნენ ჩემპიონი და პრიზიორები, რომლებიც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორმა მამუკა ნავერიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პირადად დააჯილდოვეს.

პირველი ადგილი-თენგიზ ნავერიანი მეორე ადგილი- ლუკა ბოჭოიძე, მესამე ადგილი-მარიამ ხორგუანი, მეოთხე საპრიზო ადგილი- ანასტასია ხაფთანი.

ტურნირის გამარჯვებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, მედლებით და თასით.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში აქტიურად ფუნქციონირებს ჭადრაკის წრე. საწვრთნელი პროცესი მიმდინარეობს მარნეულის ბიბლიოთეკის შენობაში.