VIDEO: მცხობელმა 4000 დოლარიანი საქორწილო ბეჭდის ბრილიანტი დაკარგა - ის შესაძლოა ნებისმიერ ნამცხვარში აღმოაჩინონ

ბეჭედი

აშშ-ში მცხობელი ეძებს ბრილიანტს თავისი საქორწინო ბეჭდიდან, რომელიც, მისი აზრით, შესაძლოა გამომცხვარი იყოს ერთ-ერთ ფუნთუშაში, რომელსაც  თავის მაღაზიაში ყიდის. მაღაზიის თანამშრომელმა თქვა, რომ ბრილიანტი შესაძლოა ცომში ჩავარდა, როდესაც ის ცხვებოდა.

მონროს შეფასებით, ალმასის ღირებულება 4 000 დოლარზე მეტია. მისი თქმით, ბეჭედი მისი თითიდან 36 წელია არ მოუხსნია.

როგორც მცხობელი ამბობს, მას ცომის მომზადების დროს ხელთათმანი არ ეცვა, ახლა კი ამას ნანობს.

მონროს თქმით, ბრილიანტი დიდი ალბათობით შოკოლადის ნამცხვრების, შაქრის ან არაქისის კარაქის ნამცხვრებში ჩავარდა.