ფლორიდაში ლუდი მიმოიფანტა

VIDEO: ფლორიდაში ათასობით ქილა ლუდი ქუჩაში მიმოიფანტა

აშშ-ში, ფლორიდის ავტომაგისტრალის ყველა სამოძრაო ზოლი დროებით გადაკეტეს. ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა, მის უკან მავალმა კიდევ ერთმა სატვირთომ, რომელშიც ლუდის ქილები ეწყო, დროულად გაჩერება ვერ შეძლო და წინა ავტომობილებს შეეჯახა, - ამის შესახებ BBC წერს.

გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ავტომაგისტრალზე მიმოფანტული ქილები ჩანს.

გზატკეცილი რამდენიმე საათის შემდეგ გაიხსნა. „დაფიქსირდა მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები“, - წერს BBC.

 

მთავარი სიახლეები