კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა - გარდაცვლილი 27 წლის მამაკაცია

policiis lenti

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ საბათლოში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდა მშობლიურ სოფელში, თანაკლასელს ესტუმრა.
უკან დაბრუნებისას, მისი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, საბათლოში მდებარე მემორიალის კედელს შეეჯახა და კონსტრუქციის ნაწილი დაანგრია.

ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მძიმე ტრავმები მიიღო ავტომობილში მყოფმა 35 წლის მამაკაცმა. დაშავებული 112-ის ბრიგადამ დედოფლისწყაროს რაიონულ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, ჯანმრთელობის გამო, კატასტროფის მედიცინის ცენტრმა თბილისის ერთ ერთ საავადმყოფოში მოათავსა.შემთხვევასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა მოკვლევა დაიწყეს.

✕