პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფლორიდაში დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) 18 „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, 54 „საიდუმლო“ და 31 „კონფიდენციალური“ დოკუმენტი ამოიღო.
საერთო ჯამში გამომძიებლებმა ტრამპის სახლიდან 11 000-ზე მეტი სამთავრობო დოკუმენტი ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ გრიფი წვდომის უმაღლეს დონეს გულისხმობს.
გარდა ამისა, ჩხრეკისას ნაპოვნია 88 ცარიელი საქაღალდე, რომელთაგან 48-ში საიდუმლო ინფორმაცია, ხოლო 40-ში კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა ყოფილიყო. არც ამოღებული დოკუმენტაციის აღწერაში, არც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს შესაბამის წერილში არაა მითითებული, ნაპოვნია თუ არა დოკუმენტაცია, რომელიც ამ საქაღალდეებში უნდა ყოფილიყო.
9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.
დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.
მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.