VIDEO - აშშ-ის თავშესაფარში ძაღლმა გალიას თავი დააღწია და მეგობრების გათავისუფლება სცადა

ძაღლი

არიზონას თავშესაფარში მცხოვრებმა ძაღლმა, სახელად კინგმა, მეგობრებთან ერთად გაქცევა სცადა. კინგმა გალიას თავი დააღწია, შემდეგ კი სხვა ძაღლების გალიების გაღებასაც ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ კინგს მშვენიერი გეგმა ჰქონდა, სიგნალიზაცია ჩაირთო და თავშესაფრის დაცვამ შეაჩერა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აღებს კინგი თავის გალიას და გარეთ გამოდის. კინგს გაქცევაზე არც კი უფიქრია და მაშინვე მეგობრების დახმარება სცადა. გალიიდან გამოსულმა კინგმა საჭმელი იპოვა და მშვენივრადაც ივახშმა, დაცვის თანამშრომლებს კი დიდი არეულობა დაახვედრა. 

 

 


„დაახლოებით ღამის 12 საათზე სიგნალიზაცია ჩაირთო და მაშინვე წავედი იმის სანახავად, თუ რა ხდებოდა. თავშესაფარში კი დიდი არეულობა დაგვხვდა", — განაცხადა დაცვის თანამშრომელმა, რომელმაც გალიიდან გამოქცეული კინგი პირველმა ნახა.

დაცვის თანამშრომლებმა თავშესაფრის კამერის ჩანაწერებში კინგის გაქცევის მცდელობის კადრები ნახეს, შემდეგ კი ვიდეო ინტერნეტშიც ვირუსულად გავრცელდა. იმ ღამესვე კინგი თავის გალიაში დააბრუნეს და ძაღლის მიერ არეული ოთახიც დაალაგეს. მართალია, კინგს გაქცევა არ გამოუვიდა, თუმცა ინტერნეტის ვარსკვლავად იქცა.

ასევე ნახეთ:

ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში ხანძარი გაჩნდა - „ამაზე მეტი საშინელება მხოლოდ მძაფრსიუჟეტიან ფილმებში მქონდა ნანახი...“

„უყურადღებოდ არ დატოვოთ გამოცდილი და ჭკვიანი ადამიანების რჩევები“ - იანვრის რომელი რიცხვიდან იწყება მნიშვნელოვანი ცვლილებები