მამა შალვა კეკელია: ძალიან გაგვიხარდა, რომ სახელმწიფო სუროგაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს იღებს, სუროგაცია ეკლესიისთვის მიუღებელია

შალვა კეკელია

ძალიან მნიშვნელოვანია სუროგაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელსაც სახელმწიფო იღებს, ჩვენ ძალიან გაგვიხარდა, – ამის შესახებ მამა შალვა კეკლიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სუროგაცია ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

„ძალიან ხშირად ხდება, რომ ბავშვები იყიდებიან უცხოელებზე, ანუ ჩამოდიან ადამიანები, რომლებიც ადამიანებს ქირაობენ. ეკლესიისთვის თვითონ სუროგაციაა ძალიან მიუღებელი, ანუ სუროგაციის დროს ადამიანი ადამიანს ქირაობს, მის სხეულს. უმძიმეს მდგომარეობაში ვარდება ასევე ადამიანი, რომელიც თვითონ სუროგატი დედაა. ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია, სუროგატ დედასთან მისაუბრია და საშინელ სტრესს განიცდიან. წარმოიდგინეთ, ადამიანი ცხრა თვე ბავშვს მუცლით ატარებს და ეუბნებიან, არანაირი ემოციური კონტაქტი ამ ბავშვთან არ უნდა ჰქონდეს, რამდენად დიდი სტრესია თუნდაც იმ ადამიანისთვის, ვინც სუროგატობას თანხმდება. როგორ მძიმე მდგომარეობაშია ის ადამიანი, როგორი გაჭირვება აქვს, რომ მზად არის, ცხრა თვე ვიღაცის შვილი ატაროს, თან ისე, რომ არანაირი ემოციური კავშირი არ უნდა ჰქონდეს. ეს არის ძალიან მძიმე, უმძიმესია და ეკლესიისთვის ეს წესი მიუღებელია. უწმინდესსაც ძალიან ბევრჯერ აღუნიშნავს თავის გადაგებაში. ჩვენ უწმინდეს პატრიარქს, ილია მეორესაც ძალიან ბევრჯერ უთქვამს, რომ ეს არის ეკლესიისთვის ძალიან მიუღებელი. ძალიან გაგვიხარდა, რომ ამ კანონს სახელმწიფო იღებს და ძალიან მნიშვნელოვანია ეს კანონი ჩვენთვის“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სუროგაცია აიკრძალება.

✕