VIDEO: ახალგაზრდა კაცმა პილოტი და მგზავრები სცემა - რა მოხდა Wizz Air-ის ბორტზე

ქაოსი Wizz Air - ის ბორტზე, მას შემდეგ დაიწყო რაც 30 წლის კაცი ​პილოტსა და მგზავრებს ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას ამის შესახებ dailymail ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტი ლონდონიდან საბერძნეთის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი, მეგობრებთან ერთად ფრენის განმავლობაში ცუდად იქცეოდა. სვამდა, ეწეოდა და სიტყვიერ შერაცხყოფას აყენებდნენ სხვა მგზავრებს. სწორედ ამის გამო ბორტგამცილებელი იძულებული გახდა, რომ მათ პოლიციით დამუქრებოდა.

გაღიზიანებულმა კაცმა ჯერ პილოტი, შემდეგ კი მგზავრები სცემა.