საბერძნეთიდან გაძევებული დიპლომატების წასაყვანად რუსულ თვითმფრინავს 15.000 კილომეტრზე მეტის გავლა მოუწია

ruka

15 000 კმ, შემოვლითი გზით, ევროპის გარშემო – მოსკოვიდან გაგზავნილი თვითმფრინავი საბერძნეთიდან და შემდეგ ესპანეთიდან გაძევებული რუსი დიპლომატების ასაყვანად იძულებული გახდა, 15 000-კილომეტრიანი შემოვლითი გზა გაევლო ევროკავშირის ფრენის აკრძალვის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას FlightRadar24 იუწყება.

„მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთმა და საბერძნეთმა ერთჯერადი გამონაკლისის სახით თვითმფრინავების საჰაერო სივრცეში შესვლისთვის ნება დართო, ფრენები არ შესრულდა ქვეყნებში, რომლებიც ინარჩუნებენ აკრძალვას რუსული ფრენების შესახებ… ფრენის მთლიანი სიგრძე იყო 15, 163 კმ. რუსულმა თვითმფრინავმა, თითქმის, ისეთივე გრძელი მანძილი გაიარა, როგორიცაა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფრენა სინგაპურსა და ნიუ-იორკს შორის“ - ნათქვამია განცხადებაში. 

წყარო: https://twitter.com/Lucian_Kim/status/1516247218696638468