VIDEO: 81 წლის ნასას ყოფილი თანამშრომელი 6 დღის განმავლობაში თოვლის ტყვეობაში აღმოჩნდა - ის კრუასანებმა გადაარჩნეს

ჯერი

81 წლის ჯერი ჟური კალიფორნიის ქალაქ ბიგ პაინიდან კარგ ამინდში გაემგზავრა გარდნერვილში, მაგრამ მალე ძლიერი ქარბუქი დაიწყო და მისი მანქანა გზიდან გადავარდა.

ჯერი გადარჩა იმით, რომ თითქმის ერთი კვირის განმავლობაში, თოვლის ბლოკადაში მყოფი ჭამდა თოვლს, კანფეტსა და კრუასანს. ამის შესახებ New York Post იტყობინება.

მათემატიკოსი და NASA-ს ყოფილი თანამშრომელი თოვლში მოძრაობდა, როდესაც მანქანაზე კონტროლი დაკარგა და პატარა გზაზე თოვლში გაიჭედა. კაცმა ვერ შეძლო თავისი მანქანის თოვლიდან გამოყვანა და გადაწყვიტა დაბანაკებულიყო მანქანაში, სანამ ქარიშხალი არ ჩაცხრებოდა, ან დახმარების გამოძახებას არ შეძლებდა.

ჯერის ჰქონდა მხოლოდ მსუბუქი საბანი და სასტუმროს აბაზანის პირსახოცი. მან დაზოგა თავისი აკუმულატორის ენერგია დარჩენილი საწვავი იმისთვის, რომ ხანმოკლე დროის განმავლობაში დაექოქა მანქანა, სითბოს შესანარჩუნებლად. 

პოლიციამ მისი მობილური ტელეფონის სიგნალი აღმოაჩინა, რამაც ძებნის საშუალება მისცა
მესამე დღეს, როცა ჯერიმ ფანჯრის დახურვა სცადა, მანქანაში დენი გაითიშა. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, მინა რამდენიმე სანტიმეტრით ჩამოწეული დარჩა. 

ინოს ოლქის შერიფის ოფისმა გაუჩინარების შესახებ შეტყობინება მიიღო ოთხი დღის შემდეგ. ექსტრემალური ამინდის გამო სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა სამაშველო ოპერაცია კიდევ რამდენიმე დღე ვერ დაიწყო.  კალიფორნიის გზატკეცილის საპატრულო ვერტმფრენმა იპოვა ჯერის მანქანა ჩაფლული თითქმის სამი ფუტის სიმაღლის თოვლის ქვეშ და გადაიყვანა იგი სამედიცინო დაწესებულებაში.

მამაკაცის სხეული ოდნავ გაუწყლოებული იყო, მაგრამ ექთნები აღფრთოვანებულები იყვნენ იმით, თუ რამდენად კარგი იყო მისი მაჩვენებლები.