ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლის ცხოვრებაშიც ყოფილი დაბრუნდება
1740329656
ვატიკანმა პაპი ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა. მათი ცნობით, პაპი, რომელიც პნევმონიითაა დაავადებული, საღ გონებაზეა და სასაუზმოდ საწოლიდანაც წამოდგა.
88 წლის პაპი რომის ჯემელის საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს. სუნთქვის გართულების რამდენიმედღიანი პრობლემის შემდეგ, პაპი საავადმყოფოში 14 თებერვალს გადაიყვანეს.
ვატიკანის სპიკერმა, მატეო ბრუნიმ, პრესას აუწყა, რომ პაპი თავს შედარებით უკეთ გრძნობს. კათოლიკე ქრისტიანებისთვის ეს სასიხარულო ამბავია იმის ფონზე, რომ შვეიცარიული მედია Blick იუწყება, რომ გვარდია, რომელიც პაპს იცავს, მისი დაკრძალვის ცერემონიისთვის რეპეტიციას გადის.
პაპ ფრანცისკეს ოთხშაბათს იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონი ეწვია. მისი თქმით, პაპი "საღ გონზეა და დიალოგის გაბმა შეუძლია." იტალიური გაზეთის, Corriere della Sera წერს, რომ პაპმა მელონისთან იმის შესახებაც იხუმრა, რომ ხალხი მის სიკვდილზე ფსონებს დებს.
"პაპს ჩვეული იუმორი არ დაუკარგავს," — აღნიშნა მელონიმ.
რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაპი ფრანცისკე თავის უახლოეს წრეს მოახლოებულ სიკვდილსა და ვატიკანის მომავალზე დარდობდა. Politico წერს, რომ პაპის თქმით, ის ფიქრობს, რომ პნევმონიას ვერ დაამარცხებს.