ვაშინგტონთან სამხედრო ვერტმფრენი სამგზავრო თვითმფრინავს შეეჯახა - არის მსხვერპლი

ბჯ

აშშ-ში, ვაშინგტონთან, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად, სამხედრო ვერტმფრენი, რომელშიც 3 სამხედრო იყო, American Airlines-ის თვითმფრინავს შეეჯახა.

უიჩიტა-ვაშინგტონის რეისზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა.

რეიგანის სახელობის აეროპორტი დროებით დაიკეტა. ოფიციალური უწყებები ადასტურებენ, რომ არის მსხვერპლი, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა ჯერ უცნობია. 

ადგილზე მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.