უცნობმა მომაკვდინებელმა დაავადებამ ავღანეთში ათეულობით ადამიანი შეიწირა - იღუპებიან ბავშვებიც

ავღანეთი

„უცნობი ვირუსული დაავადებით დაიღუპა სულ მცირე ორი და დაინფიცირდა ათობით ადამიანი, ზაბულის პროვინციაში, რაც დაადასტურეს ოფიციალურმა პირებმა“. - წერს ავღანური გამოცემა swn.af 

ზაბულის ჯანდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ პროვინცია შაჰჯოის რაიონში უცნობი დაავადების გავრცელების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 80 დაინფიცირდა.

ოფიციალური პირების თქმით, დაავადება გავრცელდა შაჰჯოის რეგიონის ფატუზუს რაიონში, რის შედეგადაც დღემდე ორი ბავშვი დაიღუპა.

ამასობაში. აბდულ ჰაკიმ ჰაკიმმა, ზაბულში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა განუცხადა Salam Watandar-ს, რომ დაავადება ყივანახველას ჰგავს და იწვევს სისხლდენას პირიდან და ცხვირიდან და პაციენტებს აქვთ მაღალი სიცხე.

„ამ დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით რეგიონში სამედიცინო ჯგუფები გაემგზავრნენ და ამ დროისთვის ათობით პაციენტი განიკურნა“. - წერს გამოცემა who