1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ვერძი
იყავით მაქსიმალურად თავშეკავებული და მოზომილი კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან, დიდია გაუგებრობების ალბათობა. ახლობელი ადამიანები მეტად გაგიგებენ. ეცადეთ, გააკონტროლოთ ემოციები.
კურო
იყავით მეტად თავშეკავებული. დღე მშვიდ, წყნარ, გარემოში გაატარეთ. ნუ შეეჭიდებით ახალ საქმეებს, შეინარჩუნეთ ემოციური ბალანსი.
ტყუპები
მოუფრთხილდით ფინანსებს. დღეს კომუნიკაბელურობით არ გამოირჩევით, შესაძლოა, წვრილმანებზე გაღიზიანდეთ. ამიტომ, მეტად დაისვენეთ და დაკავდით ჩვეული საქმიანობით.
კირჩხიბი
ემოციურ სიმტკიცეზე იზრუნეთ, თქვენი გაღიზიანება ამ დღეებში ძალიან მარტივია, ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და გაგებით მოეკიდოთ სხვა ადამიანებს.
ლომი
დღეს, არ დაგავიწყდეთ დაწყებული საქმეების დასრულება აუცილებელია. დრო შესაფერისია პატარ-პატარა ცვლილებებისთვის, მცირე მოგზაურობებისთვის.
ქალწული
შესაძლოა, გაუგებრობებისა და კონფლიქტური სიტუაციების მომსწრე გახდეთ, ეცადეთ, მინიმალურად ჩაერთოთ მსგავს პროცესებში. დაისვენეთ და შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
სასწორი
მოაწესრიგეთ პირადი სივრცე, გამოიჩინეთ კეთილგანწყობა და ყურადღება ახლობლების მიმართ.
მორიელი
დაიცავით ზომიერება და დღე მშვენივრად ჩაივლის, მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას. შეგიძლიათ, საკუთარი თავის განებივრებაც პატარ-პატარა შენაძენით.
მშვილდოსანი
კარგი იქნება, თუ დღეს ჩვეული საქმიანობით დაკავდეთ. აი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად კი არასასურველი პერიოდია.
თხის რქა
ნუ გადაიტვირთებით, გადაანაწილეთ საქმეები დღის ბოლომდე და მოახდინეთ დელეგირება. პირად თემას რაც შეეხება, იყავით მეტად აქტიური და დაკვირვებული.
მერწყული
დღის მთავარი რეკომენდაციაა სიმშვიდე. ნუ აჰყვებით ქაოსს, გაუფრთხილდით ჯანმრთელობასა და შეინარჩუნეთ ემოციური ბალანსი.
თევზები
ნუ გაღიზიანდებით ყველა წვრილმანზე, გაიხსენეთ, რომ მიმდინარე პერიოდი გამოირჩევა არასტაბილურობითა და კონფლიქტური ტენდენციებით, ეცადეთ, ყველაფერს გაგებით მოეკიდოთ.