1734018035
ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჯორჯია მელონი, ჯასტინ ტრუდო და ალექსანდერ დე კროო კიევში ჩავიდნენ
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კროო კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
მათი ინფორმაციით, დასავლელი ლიდერები უკრაინაში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდნენ.
24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი წელი შესრულდა.