1739342153
თვითმფრინავი, რომელსაც ბელგიის დედოფალი გადაჰყავდა, ავარიულად დაეშვა
![თვითმფრინავი თვითმფრინავი](https://primetime.ge/uploads/files/2023/01/17/38165/tvitmfrinavi_w_h.jpeg)
თვითმფრინავი, რომელსაც ბელგიის დედოფალი მატილდა გადაჰყავდა, სახიფათო გაუმართაობის გამო, იძულებული გახდა, ავარიული დაშვება განეხორციელებინა. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
52 წლის ბელგიის დედოფალი კოსტა რიკისკენ მიემართებოდა. მედიის ცნობით, ფრენის დროს თვითმფრინავის საქარე მინა დაზიანდა, რაც ავარიული დაშვების მიზეზი გახდა.
დედოფალი კოსტა რიკაში სამდღიანი ვიზიტით უნდა ჩაფრენილიყო, რომელიც ორგანიზებული იყო UNICEF ბელგიისა და UNICEF კოსტა რიკის მიერ.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და თვითმფრინავი სან ხოსე ხუან სანტამარიას საერთაშორისო აეროპორტში განრიგზე 15 წუთით ადრე დაეშვა.