1739390940
რა ეტაპზეა გაზმომარაგების აღდგენის პროცესი - „თბილისი ენერჯი“ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს
![გაზი გაზი](https://primetime.ge/uploads/files/2022/03/18/7823/gazi_w_h.jpeg)
„თბილისი ენერჯი“ მორიგ განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გაზმომარაგების აღდგენის პროცესს მოსახლეობის მიერ ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს. მათივე თქმით, მუშაობენ, რომ ყველა აბონენტს გაზის მიწოდება 23:00 საათამდე აღუდგეს.
„საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე 20:30 საათის მონაცემებით გაზი უკვე მიეწოდება 105 955 აბონენტს.
ნუცუბიძეზე მიმდინარეობს დარჩენილი 380 , საბურთალოზე კი 2 616 აბონენტის ჩართვა.
სულ, ავარიის შედეგად გათიშული 150 000 აბონენტიდან ამ დროისთვის ჩასართავი დარჩა 2 996 აბონენტი.
სამუშაოები გრძელდება.
რამდენიმე კორპუსი უსაფრთხოების გამო ვერ ჩაირთო, რადგან გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში დატოვეს ბინის მეპატრონეებმა, პარალელურად ვმუშაობთ მათი ჩართვის პროცესზეც. ვმუშაობთ, რომ ყველა აბონენტს გაზი 23:00 საათამდე მივაწოდოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.