ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა უკრაინელ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე შეხვედრა არ ისურვა. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.
რამდენიმე დღის წინ ზელენსკიმ მოუწოდა ტუსკს, პოლონელი ფერმერების მიერ საზღვარზე გამშვები პუნქტების ბლოკირებასთან დაკავშირებით საზღვარზე სამთავრობო დონეზე შეხვედრა გაიმართოს.
ტუსკის თქმით, სამთავრობო დონეზე შეხვედრა 28 მარტს ვარშავაში გაიმართება, ხოლო საზღვარზე შეხვედრა სიმბოლური იქნებოდა, ამიტომ ეს მიზანშეწონილი არაა.
„უკრაინულ მხარესაც ესმის, რომ უმჯობესია, მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე გაიმართოს, რათა სამთავრობო შეხვედრას სიმბოლური დატვირთვა არ ჰქონდეს - ჩვენ ურთიერთობებში სიმბოლიზმი არ გვჭირდება. მთელი მსოფლიო ხედავს, რამდენად მტკიცედ ვეხმარებით უკრაინას - სოლიდარობის ჟესტების დემონსტრირების საჭიროება არ არსებობს. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული წინადადებები ბაზრისა და სოფლის მეურნეობის საკითხებზე. ამას სჭირდება მძიმე მუშაობა, და არა კეთილი ნების ჟესტები“, - აღნიშნა ტუსკმა.