რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1745006402
T4 Haber: თურქეთის მცხოვრებლებმა ახალი წელი მიწისძვრის გამო ქუჩაში აღნიშნეს
თურქეთის პროვინცია ჰაკარის მოსახლეობას წუხელ მომხდარი მიწისძვრის გამო ახალი წლის აღნიშვნა ქუჩაში და მანქანებში მოუწიათ. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო პორტალი T4 Haber იტყობინება.
მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ ნანგრევების ქვეშ დამარხვის შიშმა ბევრმა ადამიანმა სახლი დატოვა და ღამე სიცივეში გაატარა. ზოგმა კარავი გაშალა, ზოგს კი ცეცხლის დანთება და ახალი წლის აღნიშვნა ღია ცის ქვეშ მოუწია.საბედნიეროდ, მიწისძვრის შემდეგ სერიოზული ზიანი არ დაფიქსირებულა. ბზარები 28 სახლს აღმოაჩნდა და ახლა მიმდინარეობს გამოძიება ბიძგების საფრთხის გამო.