1706990044
თურქეთში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 33 ადამიანი დააკავეს
თურქეთში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 33 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიქაიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სპეცოპერაცია ერთდროულად ქვეყნის 8 პროვინციაში ჩატარდა.
„ჩვენ არასოდეს დავუშვებთ ჯაშუშურ საქმიანობას, რომელიც მიმართულია ჩვენი ეროვნული ერთიანობისა და სოლიდარობის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ალი იერლიქაიამ.
მისივე თქმით, დაკავებულები „მოსადის“ დავალებით თურქეთში მცხოვრებ უცხოელებს უთვალთვალებდნენ, გეგმავდნენ მათზე თავდასხმებს და გატაცებებს.
„8 პროვინციაში, 57 სხვადასხვა მისამართზე დაკავებულია 33 ადამიანი. სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია 143 830 ევრო, 23 680 დოლარი, სხვა ქვეყნების ვალუტა და უნებართვო ცეცხლსასროლი იარაღი“, - აღნიშნა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
Uluslararası Casusluk Faaliyetlerinin Tespit ve Deşifresine yönelik İstanbul merkezli 8️⃣ İlde eş zamanlı olarak düzenlenen “KÖSTEBEK” Operasyonunda 3️⃣3️⃣ şüpheli şahıs yakalandı❗️
— Ali Yerlikaya (@AliYerlikaya) January 2, 2024
Ülkemizin milli birlik ve beraberliğine karşı yürütülen casusluk faaliyetlerine asla izin… pic.twitter.com/cQDc9kq9E2