WizzAir სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1727984106
დონალდ ტრამპმა ვაშინგტონის სასამართლოში მისი იმუნიტეტის საქმეზე მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ არაფერი დაუშავებია.
როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ მისი საქმე გაგრძელდება, ეს პოტენციურად შესაძლებელს გახდის, დევნა პრეზიდენტ ჯო ბაიდენზეც განხორციელდეს, როგორც კი ის თანამდებობას დატოვებს.
ტრამპი ვაშინგტონის სასამართლოში პროცესს თავად დაესწრო. მისი უფლებადამცველები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ სასამართლო კოლეგია, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დაცული უნდა იყოს იმ ბრალდებებისგან, რომელთა მიხედვითაც, ის უკანონოდ ცდილობდა 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმებას.