1728312638
ცოტა ხნის წინ ლიბანში, სულ მცირე, ორი აფეთქება მოხდა - მედია
ცოტა ხნის წინ ლიბანში, სულ მცირე, ორი აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას ამის შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო მედია ავრცელებს.
გავრცელებული ვერსიებით რამდენიმე რეგიონში ერთდროულად ამჯერად რაციები აფეთქდა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ბეირუთის სამხრეთით, დაჰიეში სასწრაფო ავტომობილებს ხედავენ. ამ რეგიონში გუშინ აფეთქების შედეგად დაღუპულთა დაკრძალვა მიმდინარეობდა რა დროსაც ახალი აფეთქება მოხდა.
ჯერჯერობით დამატებითი დეტალები უცნობია. სხვადასხვა საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ლიბანში, სულ მცირე, ორი აფეთქება მოხდა.
ცნობისთვის, 17 სექტემბერს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში „ჰეზბოლას“ რამდენიმე ასეული წევრის პეიჯერები აფეთქდა. ლიბანურ წყაროებზე დაყრდნობით „როიტერი“ წერს, რომ პეიჯერებში ასაფეთქებელი მოწყობილობა ისრაელის სადაზვერვო სააგენტომ, „მოსადმა“ ჩადო.