ტრამპმა განაცხადა, რომ „ჰუსიტების“ შემდგომ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ირანს დააკისრებს, ხოლო შედეგები სავალალო იქნება

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ჰუსიტების“ შემდგომ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ირანს დააკისრებს, ხოლო შედეგები სავალალო იქნება.

„ჰუსიტების“ მიერ განხორციელებული თითოეული გასროლა, ამიერიდან, განხილული იქნება, როგორც ირანის იარაღიდან და ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული გასროლა და ირანი იქნება პასუხისმგებელი და მიიღებს შედეგებს და ეს შედეგები იქნება სავალალო!“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.