ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ნატოში ზედმეტად ბევრს ხარჯავს, პარალელურად კი ევროპასთან ვაჭრობით ფულს კარგავს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ნატოში ზედმეტად ბევრს ხარჯავს, პარალელურად კი ევროპასთან ვაჭრობით ფულს კარგავს.

თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, მომავალში ასე ვერ გაგრძელდება.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს ვაჭრობაში 1,9 ტრილიონი დოლარის დაკარგვა არ შეუძლია. ჩვენ არ შეგვიძლია ასე მოვიქცეთ და პარალელურად ევროპული ქვეყნების დასაცავად ნატოში ბევრი ფული დავხარჯოთ. ჩვენ მათ სამხედრო მიმართულებით ვეხმარებით, მათთან ვაჭრობაში ფულს ვკარგავთ. ეს სრული სიგიჟეა. სწორედ ამიტომ ამირჩიეს. ვიცი, რომ ეს ყველაფერი ამერიკელ ხალიხს მედიაზე კარგად ესმის“, - აღნიშნა ტრამპმა.