ტრამპის ადმინისტრაცია 41 ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოგზაურობის აკრძალვას განიხილავს - ქვეყნების ჩამონათვალი

deporti

ტრამპის ადმინისტრაცია რამდენიმე ათეული ქვეყნის მოსახლეობისთვის აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვას განიხილავს - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი შიდა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საუბარია 3 სხვადასხვა ჯგუფად დაყოფილ 41 ქვეყანაზე. მათ შორის პირველ ჯგუფში შემავალ 10 ქვეყანას, რომელთა შორისაცაა ავღანეთი, კუბა, სირია, ჩრდილოეთ კორეა და სხვა, სავიზო მიმოსვლის სრული შეჩერება ემუქრებათ.

მეორე ჯგუფში, რომელიც ხუთი ქვეყნისგან შედგება, მოქალაქეებს მოგზაურობა ნაწილობრივ შეეზღუდებათ და ეს შეზღუდვები როგორც ტურისტულ და სტუდენტურ, ასევე საიმიგრაციო ვიზებზე გავრცელდება.

მესამე ჯგუფის 26 ქვეყნის მოქალაქეებს კი აშშ-ში მოგზაურობა დროებით შეეზღუდებათ, თუ მათი მთავრობა მომდევნო 60 დღის განმავლობაში არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად საჭირო ძალისხმევას არ ჩადებს.

41 ქვეყანა, რომლებსაც სამოგზაურო შეზღუდვა ემუქრებათ:

I ჯგუფი
ავღანეთი
კუბა
ირანი
ლიბია
ჩრდილოეთ კორეა
სომალი
სუდანი
სირია
ვენესუელა
იემენი
 
II ჯგუფი
ერიტრეა
ჰაიტი
ლაოსი
მიანმარი
სამხრეთ სუდანი
 
III ჯგუფი
ანფოლა
ანტიგუა და ბარბუდა
ბელარუსი
ბენინი
ბუტანი
ბურკინა-ფასო
კაბო-ვერდე
კამბოდია
კამერუნი
ჩადი
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
დომინიკა
ეკვატორული გვინეა
გამბია
ლიბერია
მალავი
მავრიტანია
პაკისტანი
კონგოს რესპუბლიკა
სეინტ-კიტსი და ნევისი
სენტ-ლუსია
სან-ტომე და პრინსიპი
სიერა-ლიონე
აღმოსავლეთ ტიმორი
თურქმენეთი
ვანუატუ
Reuters-ის ინფორმაციით, ქვეყნების სია საბოლოო არ არის და ცვლილებებს ექვემდებარება. ამასთან, სია ტრამპის ადმინისტრაციამ და სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაამტკიცონ.

წყარო: