მეცნიერებმა ნაწლავებისთვის ყავის სარგებელი აღმოაჩინეს - ახალი კვლევა
1742019600
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ამერიკელ ტურისტს პატარა ვომბატი ხელში აჰყავს და მასთან ერთად გარბის. სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს მთავარი გმირი ინფლუენსერი სემ ჯონსია. ის პატარა ვომბატთან ერთად მანქანისკენ გარბის. უკან კი მას ვომბატის დედა მისდევს. ვიდეო სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიის გზაზეა გადაღებული. ვომბატების უმეტესობა სწორედ ქვეყნის ამ ნაწილში ცხოვრობს.
როგორც ცნობილი გახდა, სემ ჯონსი ავსტრალიიდან გაიქცა, რადგან ოფიციალური პირები მას ვიზის გაუქმებით დაემუქრნენ. მეტიც, ამ ინციდენტის გამო ამერიკელი ტურისტი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა და შეძრწუნებულმა ავსტრალიელებმა ჯონსის დეპორტაცია მოითხოვეს.
"ჩვენს ბუნებას სჭირდება იმდენი დაცვა, რამდენიც შეგვიძლია. 25 წლის განმავლობაში, რაც მე ველური ბუნების ვეტერინარი ვარ,ბევრი ცხოველი მინახავს რომელთა არსებობასაც საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ მალევე ისინი გადაშენების პირას იყვნენ. ისიამოვნეთ ცხოველების შორიდან ყურებით და თუ გსურთ, ვიდეო ჩუმად გადაიღეთ" — განაცხადა მომხდარზე ველური ბუნების ვეტერინარმა, ტანია ბიშოპმა.
ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ტონი ბერკმა განაცხადა, რომ მისი დეპარტამენტი განიხილავს ჯონსის ვიზას. თუ აღმოაჩენენ, რომ მან დაარღვია ქვეყანაში ყოფნის პირობები სემის ვიზა გაუქმდება. პარასკევს დადასტურდა ინფორმაცია, რომ ჯონსმა ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა.
"საუკეთესო დღეა იმისთვის, რომ პატარა ვომბატი იყო" — განაცხადა ბერკმა, როდესაც ჯონსონის ავსტრალიიდან წასვლის ამბავი გაიგო.
ექსპერტები ამბობენ, რომ ცხოველებს ვიდეოდან საფრთხე არ ემუქრებათ მაგრამ, როგორც ყველა ავსტრალიის მკვიდრ ცხოველს, მათაც კანონი იცავთ. კრიტიკა ავსტრალიის მაღალი რანგის პოლიტიკოსების მხრიდან აქტიურად წამოვიდა. პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანესმა, ჯონსს შესთავაზა, რომ მან ბედი სხვა, უფრო აგრესიულ, ცხოველთან სცადოს.
"ჩვილის დედისგან მოტაცება და აშკარად დიდი სტრესის გამოწვევა უბრალოდ აღმაშფოთებელია. მე ამ ეგრეთ წოდებულ ინფლუენსერს ვთავაზობ, იქნებ მან ავსტრალიაში მცხოვრებ სხვა ცხოველებთანაც ცადოს ბედი. ნიანგს მოსტაცე შვილი და ნახე, ის როგორ მოიქცევა " — მიმართა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სემ ჯონსს.
ვიდეო გავრცელებული ინფორმაციით, Instagram-ის ანგარიშიდან წაშლილია. ავსტრალიის ეროვნული მაუწყებლის ცნობით, ჯონსი ინტერნეტში გავრცელებულ კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პატარა ვომბატი "სულ ერთი წუთის განმავლობაში ფრთხილად ეჭირა და შემდეგ უკან, დედასთან გაუშვა".
"ისინი ბუჩქებში ერთად, სრულიად უვნებლები დაბრუნდნენ. მე ბუნებასა და მის წარმომადგენლებს არასოდეს მივაყენებ ზიანს" — განაცხადა სემ ჯონსმა.