ტრაგიკული შემთხვევის გამო, დმანისის მერიამ ნოვრუზ ბაირამის ღონისძიება გააუქმა

გლოვის ლენტი

დმანისში ავარიას ორი ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. ამასთან დაკავშირებით დმანისის მუნიციპალიტეტის მერია სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„გულითადად ვწუხვართ დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული ავარიის გამო, რომელმაც ორი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თანავუგრძნობთ ამ მძიმე დროს.მოცემული ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაუქმოთ ნოვრუზ ბაირამის ღონისძიება.“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.