1739394485
ტრამპი: სატელეფონო საუბარში პრეზიდენტმა პუტინმა ჩემი საარჩევნო კამპანიის ძალიან ძლიერი დევიზიც კი გამოიყენა - „საღი აზრი“, ორივეს ძალიან გვჯერა ამის
![ტრამპი ტრამპი](https://primetime.ge/uploads/files/2025/01/20/110022/trampi_w_h.jpeg)
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ დეტალები გაასაჯაროვა.
მან რუსეთის ლიდერთან გამართულ სატელეფონო საუბარს „უაღრესად პროდუქტიული“ უწოდა.
„ჩვენ განვიხილეთ უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, ენერგეტიკა, ხელოვნური ინტელექტი, დოლარის სიმძლავრე და სხვადასხვა საკითხი. გავიხსენეთ ჩვენი ერების დიადი ისტორია და ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთად ასე წარმატებით ვიბრძოდით მეორე მსოფლიო ომის დროს. გავიხსენეთ, რომ რუსეთმა დაკარგა ათობით მილიონი ადამიანი და ჩვენც ასევე დავკარგეთ ძალიან ბევრი!“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების ძლიერ მხარეებზე და იმ დიდ სარგებელზე, რაც ერთ დღეს გვექნება ერთობლივი მუშაობით. მაგრამ პირველ რიგში, როგორც ორივე შევთანხმდით, ჩვენ გვინდა შევაჩეროთ მილიონობით სიკვდილი, რომელიც ხდება რუსეთ-უკრაინის ომში. პრეზიდენტმა პუტინმა ჩემი საარჩევნო კამპანიის ძალიან ძლიერი დევიზიც კი გამოიყენა - „საღი აზრი“. ორივეს ძალიან გვჯერა ამის. შევთანხმდით, რომ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, მათ შორის, მოვინახულებთ ერთმანეთის ქვეყნებს. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენი შესაბამისი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს და დავიწყებთ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთვის დარეკვით, რათა შევატყობინოთ მას საუბრის შესახებ, რასაც მე ახლა გავაკეთებ. [...] მილიონობით ადამიანი დაიღუპა ომში, რომელიც არ მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მაგრამ ეს მოხდა, ამიტომ ის უნდა დასრულდეს. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ პუტინს ამ ზარისთვის. მჯერა, რომ ეს ძალისხმევა წარმატებულ დასრულებამდე მიგვიყვანს, იმედია მალე!“ - დასძინა მან.