ერთი თვის ამინდის პროგნოზი - რა გველოდება 20 მარტამდე?
1739996324
რუსეთს აქვს შესაძლებლობები და რესურსები, რომ „ძალიან სწრაფად“ მთლიანად გაანადგუროს უკრაინული ქალაქები. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 თებერვალს ფლორიდაში, რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამერიკელი ლიდერის თქმით, რუსეთს ამის გაკეთება არ სურს. მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება გადაიქცეს "მასშტაბიანი განადგურების ადგილად", მათ შორის კიევში.
მისი თქმით, უკრაინას შეეძლო ომის დასრულება.
„მინდა, ვნახო მშვიდობა. აღარ მინდა, კლავდნენ რუს და უკრაინელ ხალხს, ისინი ადამიანები არიან, არ აქვს მნიშვნელობა, საიდან არიან. ვფიქრობ, ამ ომის დასრულების ძალა მაქვს და ეს ძალიან კარგად მიდის, მაგრამ დღეს გავიგე, რომ „ჩვენ არ მიგვიწვიეს“, სამი წელი სად იყავით? თქვენ ეს უნდა დაგესრულებინათ სამი წლის მანძილზე. თქვენ არასოდეს უნდა დაგეწყოთ ის, თქვენ შეგეძლოთ შეთანხმების დადება. მე არ ვიცი, იქ ხალხი როგორ ცხოვრობს, როდესაც ზელენსკის რეიტინგის შედეგები ვნახე, ვიფიქრე, ვინ ცხოვრობს იქ? საერთოდ, როგორ ცხოვრობს იქ ვინმე? ქალაქები განადგურებულია“, – განაცხადა ტრამპმა.