დონალდ ტრამპი მომავალ კვირაში ემანუელ მაკრონსა და კირ სტარმერს უმასპინძლებს - თეთრი სახლი

აშშ

თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლივიტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი მომავალ კვირაში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს უმასპინძლებს.

მაკრონი დონალდ ტრამპს 24 თებერვალს შეხვდება, ხოლო კირ სტარმერი 26 თებერვალს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კაბინეტის პირველ სხდომას მომავალ ოთხშაბათს, 26 თებერვალს გამართავს.

„სიამაყით გვინდა, გამოვაცხადოთ, რომ პრეზიდენტი მომავალ ოთხშაბათს, 26 თებერვალს, თეთრ სახლში კაბინეტის პირველ ოფიციალურ სხდომას გამართავს“, – განაცხადა ლივიტმა.