პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

patriarqi

ბიზნესმენ გოგი (გიორგი) თოფაძის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს ბატონ გოგი-გიორგის გარდაცვალების გამო. მადლიერნი ვართ მისი წლების მანძილზე ეკლესიისათვის გამოჩენილი თანადგომისათვის და შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო მეუღლეს, შვილებს და ოჯახის სხვა წევრებს, ახლობლებსა და ბატონ გოგი-გიორგის გულშემატკივართ ღმერთმა მომადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა.

ილია IIსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.