1740166353
თეთრი სახლის პრესსპიკერი კაროლინ ლევიტი: მოუთმენლად ველით, რომ აშშ დაამარცხებს [ჰოკეის მატჩში] უახლოეს ხანში ჩვენს 51-ე შტატს, კანადას

თეთრი სახლის პრესმდივანს, კაროლინ ლევიტის პრესკონფერენციაზე, რომელიც რამდენიმე საათის წინ შედგა, ჰკითხეს, - „დებს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი ფსონს კანადის პრემიერ მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან ამაღამ, აშშ-კანადის ჰოკეის თამაშზე?“
„ის მოუთმენლად ელის ამ საღამოს მატჩის ყურებას და ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ შეერთებული შტატები დაამარცხებს ჩვენს უახლოეს 51-ე შტატს, კანადას“. - უპასუხა თეთრი სახლის პრესმდივანმა. - ვიდეოს FOX NEWS ავრცელებს.