როგორ ჩავიფიქროთ სურვილი სწორად, რომ აგვიხდეს - ცაგარელის რჩევა
1731305015
ტოკიოს აეროპორტში თვითმფრინავების შეჯახების მიზეზი შესაძლოა, სამსახურებრივი გულგრილობა ყოფილიყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. პოლიცია აეროპორტის თანამშრომლებისა და თვითმხილველების დაკითხვას განაგრძობს. გამოძიების ერთ-ერთი ვერსია ასევე არის ადამიანის მიერ დაშვებული შეცდომა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
შეგახსენებთ, ტოკიოს აეროპორტში სამგზავრო ლაინერს ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მას სანაპირო დაცვის სამსახურის თვითმფრინავს შეეჯახა. ამ დროს სამგზავრო თვითმფრინავში 300-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა მათი ლაინერიდან გამოყვანა უვნებლად შეძლეს. სანაპირო დაცვის სამსახურის თვითმფრინავში მყოფი ეკიპაჟის ექვსი წევრიდან ხუთი დაიღუპა.