1743417541
ტეხასში წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ ტეხასში წყალდიდობას ებრძვიან. სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მაშველებმა 200 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ასობით სახლი დაიტბორა, დაკეტილია აეროპორტი.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ჰარლინგენში რეკორდული ნალექი მოვიდა (58,8 სმ) და 1912 წელს მოსული ნალექის რეკორდი მოხსნა.
წყალდიდობის გამო ელექტროენერგიის გარეშე 3400 მომხმარებელი დარჩა. რამდენიმე ქალაქში გახსნილია დროებითი თავშესაფრები, სკოლები და უნივერსიტეტები დახურულია.
მეტეოროლოგების თქმით, მოსალოდნელია ძლიერი წვიმები, რამაც სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს. კამერონის ოლქმა საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შესახებ გუბერნატორს თხოვნით მიმართა.